"ვაიმე ღმერთო, ეს რა ხდება ღმერთო..." - ახალი, შემაძრწუნებელი კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან (ვიდეო)

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც შეკრებილი მრევლი მიტროპოლიტ სტეფანესთან და სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლას ცდილობდა,აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა კიდევ ერთი მძიმე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცვივა ხალხი მეორე სართულიდან.

ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი ამ წუთებშიც ზუგდიდის რეფერალურ საავდმყოფოში კვლევაზეა,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი