თუ ატყდებიან სამგლე გოჭებივით, ამას მოჰყვება სანქციები და შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში - ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ამას ევროპისა და აშშ-ს მხრიდან საქნციები მოჰყვება.

განცხადება ნათელაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთხელ შეცვლილი რიტორიკის ფონზე, ოპოზიციამ სამომავლო გეგმებტან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა.

"მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდეგ ცხვირწინ დაუდეს დოკუმენტის პროექტი, 6-პუნქტიანი, რომლის მეხუთე პუნქტი პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, მართლაც ატყდებიან სამგლე გოჭებივით და უარს იტყვიან ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამას მოჰყვება ისეთი სანქციები, ევროპა-ამერიკიდან, რომ შეიძლება ორი ქათამი აღარ დარჩეთ ეზოში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები "არ განიხილება" და ის "წითელი ხაზია".

კომენტარი