პოლიცია, სახანძრო, წყლის ჭავლის მანქანები კანცელარიის ეზოში - კანცელარიაში იმყოფება შს მინისტრი გომელაურიც

კანცელარიის ეზოში სპეცტექნიკაა მობილიზებული - პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების გარდა, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანებია შესული. კანცელარიაში იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

განსაკუთრებული მობილიზება დღევანდელ აქციას უკავშირდება, რომელიც პარლამენტიდან მთავრობის სახლისკენ მალე გადაინცავლებს.

ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის ფარგლებში უკვე მოეწყო პარლამენტის პიკეტირება, სადაც ოცნების დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორში "მონას" შეძახილით აცილებდნენ. ამავე აქციის ფარგლებში ასევე იგეგმება კანცელარიისა და სასამართლოს შენობის პიკეტირება.

აქციის მონაწილები მიტაცებულ არჩევნებსა და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, რომელიც ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოიცავს.

კომენტარი