სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის შეიძლება მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა?

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი იყო და მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. არსებული ეპიდვითარება სტაბილური და მისაღებია, თუმცა არაა იდეალური, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგებს. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი იყო და მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. არსებული ეპიდვითარება სტაბილური და მისაღებია, თუმცა არაა იდეალური. უკეთესი იქნებოდა, რომ დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები იყოს, დღიური შემთხვევების რიცხვი კი 100-ის ფარგლებში იყოს. დღევანდელი შემსუბუქების ფონზე მთავარი ამოცანაა, ეპიდსიტუაციის გაუარესება არ დავუშვათ. გახსნის პირობებში სტაბილურობის შენარჩუნება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივად მოვხსნათ“, - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100