სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, ელიავას ბაზრობა იწვის

თბილისში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩის კვეთაზე ხანძარია. ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი უკიდია სამშენებლო მასალებსა და საღებავებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მეხანძრე მაშველების 14 ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100