სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700, კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 916-მდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100