სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ... კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემენ საქართველოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმას სთავაზობს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, მას აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.

"კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!" - განაცხადა სააკაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმარვთაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100