დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 26 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +7 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +8 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ასევე გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი