სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 22 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც +11 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ბათუმში +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება ზუგდიდში, შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +4 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში + გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის განმავლობაში -11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში -3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -17 გრადუსი იქნება.

გორში მზიანია ამინდია, +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

თოვა და -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით გუდაურში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, ღამით კი -16 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100