სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს

გერმანიაში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ვირუსის აქამდე უცნობი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

კორონავირუსის ახალი მუტაცია განსხვავდება იმისგან, რომელიც მანამდე სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიში და მომაკვდინებელია ის.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მოადგილე კლემეს სტოკლაუზნერი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„უნდა დასრულდეს ნიმუშის სრული სეკვენირება. ამ ეტაპზე უცნობია, ვრცელდება თუ არა ეს მუტაცია უფრო სწრაფად ან იწვევს თუ არა ის უფრო სერიოზულ გართულებებს“, - განაცხადა სტოკლაუზნერმა.

ვირუსის ნიმუშები შემდგომი შესწავლის მიზნით ბერლინში, „შარიტეს“ კლინიკაში გადაიგზავნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100