სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს

საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მკაცრი მარეგულირებლის მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზაობის დამადასტურებელი წერილ Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმაში უკვე გაიგზავნა.

„ეს კონკრეტული წერილი COVAX-ის პლატფორმაში შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი შემოთავაზება COVAX-ის პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე AstraZeneca-თი ვაქცინაციის დაწყებასთან მიმართებაში მივიღოთ. მთავარია ის, რომ ქვეყანას აქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რაც იქნება პირველი კვარტლის პერიოდში“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100