სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხვალ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღეა

19 იანვარი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღე იქნება. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მმართველობის დასრულებამდე 100-მდე პატიმარს შეიწყალებს. მათ შორის - მაღალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის დამნაშავეებსა და რეპერებს.

პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალების საკითხსაც განიხილავდა, თუმცა თეთრი სახლის მრჩევლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებს, შეწყალების განკარგულება კი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე უნდა გაიცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100