"თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის პირს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს"

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალჩინოსანსა და მაღალი იერარქიის ადამიანს - ამ ინფორმაციას გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ეს მაშინ, როცა ოფიციალური ინფორმაციით კი, კორონავირუსიის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შემოვა.

"მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ "სპუტნიკზე", ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს", - ამბობს "მთავართან" გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიხლაძე.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა - ფაიზერს - Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულებით შემოიტანენ.

კომენტარი