სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინმორმაცია, რომ „კოვიდ-19“ მუტაციის შემდეგ ბავშვებისთვის უფრო აგრესიულია?

შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინმორმაცია, რომ „კოვიდ-19“ მუტაციის შემდეგ ბავშვებისთვის უფრო აგრესიულია?

ის, რომ „კოვიდ-19“-მა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და ბავშვებისთვის მეტად აგრესიული გახდა, არ არის სიმართლე, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩატარებული კვლევები და არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის მუტაცია უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში გახდა ბავშვებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეტად ახასიათებს გადადება, ეს ასევე ბავშვებში გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ლოგიკურია, მაგრამ ის, რომ „კოვიდ-19“-მა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და ბავშვებისთვის მეტად აგრესიული გახდა, არ არის სიმართლე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100