სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 196 220. გარდაიცვალა 2 313. კარანტინის რეჟიმშია - 396, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5969. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1542 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100