სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 25 დეკემბერს ქუთაისში დღისით +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია აქ დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში, სადაც მზიანი ამინდი შენარჩუნება, დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 იქნება. სოხუმში +10 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი.

მესტიაში -1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, თუმცა მზიანი ამინდი იქნება. ღამით -11 გრადუსი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +3 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -14 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში - 4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -14 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდი შენარჩუნდება დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+4 გრადუსი ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი - 4 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100