სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეჭვებს მიჩენს, ტელეფონი ბალიშის ქვეშ რატომ იყო?! - ვაზიანიდან 35 წლის ჯარისკაცი გაუჩინარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 35 წლის ჯარისკაცი გაუჩინარდა. შეაიარარებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, თეიმურაზ გიუნაშვილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
გიუნაშვილი ბოლოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნახეს. მან სამხედრო ნაწილი 21 დეკემბერს დილით დატოვა.

ოჯახის თქმით, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილის ტერიტორია ისე დატოვა, რომ პირადი ნივთებიც კი არ წაუღია.
ოჯახისთვის უცნობია, რა მოხდა რეალურად. მათი თქმით, გიუნაშვილი გაუფრთხილებლად, მობილური ტელეფონის გარეშე არსად წავიდოდა.
გიუნაშვილის ძმას დღეს სამხედრო ნაწილში აჩვენეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს რომ გიუნაშვილი სამხედრო ბაზას სამი დღის წინ, 09:20 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ტოვებს.
"დარეკეს რომ ნაწილში არ მოსულა... ვურეკავდით, გადიოდა და არავინ იღებდა. 2 დღის შემდეგ, ბალიშის ქვეშ იპოვეს"- აცხადებს დაკარგულის ძმა.
მისი თქმით, შიდა პერიმეტრის კადრების ჩვენებას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, გიუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მას 7 000 ლარი უნდა აეღო.
გიუნაშვილი წარმოშობით გორიდანაა. ჯარისკაცის დედას მობილური ტელეფონის ვაზიანის სამხედრო ბაზაში დატოვება ეჭვს უჩენს.
"ტელეფონს ის ჯიბიდან არ იშორებდა, და თუ ბალიშის ქვეშ იყო, რატომ არავინ გვპასუხობდა. რომ გამოვიდა ბაზიდან დამირეკა, მას მერე დაიკარგა... ეჭვი მიჩნდება, ტელეფონი ბალიშის ქვეშ რატომაა?"- აცხადებს გაუჩინარებულის დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100