სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 22 დეკემბერს ქუთაისში დღისით +14 გრადუს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, აქ დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. სინოპტიკოსები მზიან ამინდსა და +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიანი დღე იქნება ფოთში, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. მცირე ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. სოხუმში +13 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +7 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ახალციხეში მზიანი ამინდი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, აქ +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

მზიანი ამინდია ნავარაუდევი გორში, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღე იქნება. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ასევე მოთოვს ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში თოვაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+5 გრადუსი და მვირე თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექია შესაძლებელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები მცირე ნალექს ვარაუდობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100