სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანქანა ნომრით „666“ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მანქანას შეეჯახა: მძღოლი დაიღუპა

რუსეთის ტრანსპორტის აკადემიის პირველი კურსის 19 წლის სტუდენტი, რომელიც „666“ ნომრის მქონე ВАЗ-2114–ს მართავდა, 24 ნოემბერს, გვიან ღამით მოსკოვის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა. როგორც „ლაიფნიუს.რუ“ იტყობინება, „ნიჟნიე კოლტის“ პლატფორმასთან ახლოს მან მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადავიდა და БМВ-750–ს შეეჯახა. რუსეთის პრეზიდენტის ერთ–ერთი თანაშემწის პირადი მანქანა დარტყმამ ასვე საპირისპირო მხარეს გადააგდო და მას უკვე „კია“ შეეჯახა, თავის მხრივ კი, შეჯახების შემდეგ საბოლოოდ წონასწორობადაკარგული ВАЗ-2114 „ფოლკსვაგენს“ შეეჯახა. „666“ ნომრიან მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. უკვე ცნობილი პრაქტიკის გამოყენებით, ჩინოვნიკის მანქანას მძღოლმა მაშინვე მოხსნა ნომრები და ციმციმაც მოაშორა. ავტომობილი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ჯაჰან პოლიევს ეკუთვნოდა, თუმცა, იმ დროს მანქანაში არ იმყოფებოდა. ავტომანქანა შეკეთებას აღარ ექვემდებარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100