სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვტირით მე და ჩემი შვილები... დღეს კაწკას მამა ვიტალის გვერდით დაკრძალავენ, ის სალოსი იყო" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რომ ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ტაძარში მობინადრე კატუშა გარდაიცვალა, რომელსაც ტაძრის სასულიერო პირნი სალოსად მიიჩნევდნენ.



ხათუნა ხოფერია: – ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში ერთი კეთილი სული ბინადრობდა… катька – ასე ვეძახდით ყველანი.
ჩემი მატუშკა, ამ ეკლესიის იღუმენი ელიზავეტა ( ჩემთვის ალექსანდრა) , ჩემი მეგობარი, მეუბნებოდა, რომ კაწკა სალოსი იყო. არავინ იცოდა მისი ნამდვილი სახელი და გვარი, არც ის, თუ საიდან ჩამოვიდა და ვინ იყო წინა ცხოვრებაში. რატომ თხოვდა ყველას პასპორტის გაკეთებას და სამშობლოში დაბრუნებას. რატომ უყვარდა საქართველო და ჩვენი პატრიარქი.

ერთხელ, ეკლესიის ღობესთან იჯდა და რაღაცას მოსთქვამდა. შიშით, მაგრამ მაინც მივუჯექი გვერდით. არც მიყვირა და არც ჩამარტყა… შემომხედა თავისი მინავლული ცისფერი თვალებით და მითხრა: “ომი, ომი… ცეცხლი.. არადა, ის წმინდანია, წმინდანი და არ უჯერებენ. ო, როგორი პატრიარქია.” ეს იყო 2008 წელი. კაწკა ტიროდა…

დღეს ვტიროდით მე, ჩემი შვილები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საიდღანაც მოსულ სიკეთეს იცნობდა… დღეს კაწკას დაკრძალავენ… ნეველის ეკლესიის ეზოში. ჩემი მატუშკას და მამა ვიტალის გვერდით.
მშვიდობით განისვენე, ეკატერინა! მსუბუქი იყოს შენთვის საქართველოს მიწა, რომელსაც საბჭოთა უღმერთობას გამოქცეულმა თავი შეაფარე!
Прощай, Кать!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100