სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 7 დეკემბერს ქუთაისში დღისით +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. ასევე მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +14 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +6. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -9 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +5 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. -1 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვს ლაგოდეხშიც. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+2 გრადუსი და თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +2 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპია დედაქალაქშიც. დღისით აქ ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100