ტიკარაძე ხარვეზებს არ აღიარებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს არ აღიარებს. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ მთლიანად სახელმწიფოების.

"საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჩანასოხობრივ პერიოდში იმყოფება, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებისგან იმისათვის, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ"- ამბობს მინისტრი.

კომენტარი