როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 30 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშე დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +11 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ოდნავ ღრუბლიანობა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში უნალექო დღე და +5 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმაა ნავარაუდევი თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+7 გრადუსი და მცირე ნალექია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა სიღნაღშიც. +7 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმაა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი