„ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის – კობა დავითაშვილის მეუღლე

23 ნოემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ორ დღეში, კლინიკაში მკურნალობისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სეპტიკური შოკი განუვითარდა. იგი ახლა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

კობა დავითაშვილის მეუღლის – ინგა ბიწაძის თქმით, ექიმები წინასწარ ვერაფერს ამბობენ. „ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ინგა ბიწაძე.

პოლიტიკოსს, რომელიც სხვადასხვა დროს, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო, უკვე სამი წელია, რაც მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება დაუდასტურდა. პაციენტი ახლა ავადმყოფობის მეოთხე სტადიაში იმყოფება

კომენტარი