გარკვეული დღეებში სამუშაო საათები შესაძლოა, შემცირდეს და შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები.

მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება.

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არა სამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთანდაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.

ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან აქტიურად მათ შორის მედია საშუალებების გაშუქებითაც, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან, ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია.

შესაბამისად ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთის მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარი