"ჩემი ძმა ჰყავს დატყვევებული 6 წელიწადია, პოლიტპატიმარიც არ არის, ტყვეა ჩვეულებრივი" - ხმაური იყო უბანზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა

უბანზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა, ხმაური იყო.

ადგილზე იმყოფებოდა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის და ირინა ცააძე, რომელიც აცხადებდა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან გასაუბრება სურდა.

ბიძინა ივანიშვილის მისვლამდე ის, ტერიტორიიდან პოლიციელებმა გაიყვანეს, თუმცა განმარტება არ გაუკეთებიათ, რის საფუძველზე დაატოვებინეს ტერიტორია.

"ჩემი ძმა ჰყავს დატყვევებული 6 წელიწადია, პოლიტპატიმარიც არ არის, ტყვეა ჩვეულებრივი" - აცხადებდა ირინა ცააძე.

კომენტარი