სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანმომ "რემდესივირის" გამოყენების რეკომენდაცია არ გასცა, მეტიც აღნიშნა, რომ მას არანაირი დადებითი ეფექტი არ აქვს

მსოფლიო დიდი იმედით შეჰყურებს კორონავირუსის დროს სამკურნალო მედიკამენტს "რემდესივირს", რომლის გამოკვლევის დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებით COVID-19-ის ჰოსპიტალიზირებული პაციენტები მალე გამოჯანმრთელდნენ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა, მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია არ გასცეს, მეტიც აღნიშნეს, რომ "რემდესივირს" არანაირი დადებითი ეფექტი არ აქვს კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებში. ამის შესახებ NDTV წერს.

ექსპერტებმა რეკომენდაცია, გასულ თვეში, ჯანმო-ს მიერ დაფინანსებული გლობალური კვლევის შედეგების თანახმად გასცეს. რის შემდეგაც დადგინდა, რომ მედიკამენტმა სიკვდილიანობა არ შეამცირა. მათ ასევე განიხილეს სამი სხვადასხვა კვლევის შედეგი, რის თანახმადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში "რემდესივირის" გამოყენების შემდეგ კლინიკული გაუმჯობესება ნაკლებ დროში არ შეინიშნა.

"ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ "რემდესივირით" მკურნალობის დროს პაციენტები არ იღუპებიან ან არ საჭიროებენ სასუნთქ აპარატს", - განაცხადეს ჯანმო-ს წევრებმა.

ანტივირუსული საშუალება "რემდესივირი" ფართოდ გამოიყენეს დონალდ ტრამპის სამკურნალოდ და აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ მედიკამენტი სწრაფად დაამტკიცა.

ბიოფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ეჭვქვეშ დააყენა ჯანმო-ს კვლევის შედეგები და კომენტარით უპასუხა მათ შეფასებას.

"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ამ დროს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსით ინფიცირებულთა მასშტაბურ რაოდენობას ებრძვის და ექიმები ერთადერთ და დამტკიცებულ ანტივირუსულ მედიკამენტს "რემდესივირს" იყენებენ, დაახლოებით 50 ქვეყანაში, ჯანმო-მ ეს მტკიცებულებები უგულებელყო", - ნათქვამია Gilead-ის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100