სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექს ვარაუდეობენ. დღისით ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. ასევე იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ნალექიანი იქნება ბათუმშიც, +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით + 8.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მცირე ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +9 გრადუსი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. შესაძლოა თოვაც.

გორში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +3 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+12 გრადუსი და წვიმა იქნება გურჯაანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100