სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რემდესივირი" საქართველოში ორ კვირაში იქნება, მაგრამ აფთიაქში არ გაიყიდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო წამალი რემდესივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, თუმცა ის ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. მისი განმარტებით, მედიკამენტი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა იქნას გამოყენებული და მხოლოდ კონკრეტული პაციენტისთვის:

"რემდესივირის" მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100