"არჩევნები გაყალბდა" - მაიკლ პომპეოს ჩამოსვლის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს ერთადერთი მესიჯით - არჩევნები გაყალბდა.

"ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში, ეს იქნება ერთი მხრივ მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ აქცია და ამავე დროს იქნება საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან.

ფორმატი იქნება - სოციალური დისტანცია დაცული და მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა, სტიკერი დააწებოს, დადგეს და თქვას ერთადერთი - გაყალბებულია. მოქალაქეები შეიძლება ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდებოდეს, მაგრამ ჩამოვიდნენ, დადგნენ და თქვან - გაყალბებულია

ჩვენ ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ იქნება, მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია", - განაცხადა უგულავამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა.

კომენტარი