სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის – ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძეზე

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება.

ტელეწამყვანის თქმით, თუ ვაშაძის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, მისთვის ამ ადამიანის პარტიის თავმჯდომარედ დარჩენა მიუღებელი იქნება.

„ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100