სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში კორონავირუსით 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თელავში კორონავირუსით 86 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში ათი დღის წინ მაღალი ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.

როგორც სავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ამბობს, ხანდაზმულს COVID-19 ერთად სხვა თანხმელბი დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველში დამატებით 2 927 ადამიანი დაინფიცირდა, 2 470 გამოჯანმრთელდა და 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია - 60680
გამოჯანმრთელებულია - 45042
მათ შორის გარდაცვლილია - 499
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100