სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქციაზე გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი და არა ცრემლსადენი გაზი - კახაბერ საბანაძე

შინაგან სამეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, გუშინ, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ. როგორც უწყების წარმომადგენელი ამბობს, პოლიციამ სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

"ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მასებს მართავს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც შესაძლებელია გამოყნებული იყოს. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია" - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100