საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-ს შეადგენს. გარდაიცვალა 342 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 293 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 236-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარი