სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრა

საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრა. აქციის ლიდერების თქმით, ისინი დემოკრატიულ არჩევნებს მოითხოვენ და ამ მოთხოვნის გაჟღერებას მთაწმინდაზე გეგმავენ.

"არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ არჩევნები და მეტი არაფერი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები... ამათ რაღაც დაწერეს და გადმოგვიგდეს და აჰა, ჭამეთო. ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაშია, ქვეყანა ამხელა პანდემიის წინაშე დგას და ესენი ამას ვერ გაუმკლავდებიან. თუ არ გაქვს ლეგიტიმაცია ხალხის, რეფორმას ვერ ჩაატარებ, ვერც კრიმინალს მოუვლი, ვერც პანდემიას მოუვლი და ვერც უმუშევრობას ვერ მოუვლი და რა ჯანდაბად გვინდა ეს მთავრობა. ესენი არიან ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში და უნდა იცოდნენ, რომ ხალხი არის წყარო, ხალხს არ მიუცია ეს მანდატი, რასაც ახლა ისაკუთრებენ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100