სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საარჩევნო ანგარიშსწორება - კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს

სროლა დმანისში - დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი.

შეგახსენებთ, დმანისში "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილია.

ფეხის არეში 2 ტყვია მერაბ ოქრიაშვილს მას შემდეგ ესროლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ დმანისის ოლქში ოპოზიციის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი, ლიდერობს.

"შემთხვევას პოლიტიკას ვუკავშირებ. დმანისში 75% ავიღე. დეტალები არ ვიცი", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი

დაჭრილი ამ დროისთთვის თბილისშია გადმოყვანილი.

"დმანისის გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბისა და დმანისის საკრებულო თავმჯდომარეს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ შურისძიების გამო", - ამობობს დიმიტრი შაშკინი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100