"დასახოცები ხართ სუყველა... თქვენი დედა მო**ყან... "- "ძველი ბიჭები" და "ოცნების" აგრესიული კოორდინატორები ოპოზიციის დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტებს აგინეს (ვიდეო)

სამგორის 39-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა უბანთან მობილიზებული "ოცნების" წარმომადგენლები და ე. წ. ძველი ბიჭები დააფიქსირეს. მმართველი გუნდის კოორდინატორები ამომრჩევლების სიებით გადაადგილდებოდნენ.

ჩხუბის დრო ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებმაც ტერიტორიიდან ისევ ოპოზიციის დამკვირვებლები გაიყვანეს.

კომენტარი