"ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა - ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება" - კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა.

როგორც ხმის მიცემის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.

„ის რომ 55-60%-ის ფარგლებში მივიღებთ მხარდაჭერას, ამის საფუძველს მაძლევს ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ რეგიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურების გარეშე გავიმარჯვოთ. ასევე, ამის საფუძველს მაძლევს ის კვლევები, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიაში გაშუქდა, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთვარი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება. მე გუშინ აღვნიშნე, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და მაოხერხოს ქვეყნის განვითარება ეკონომიკურად სწრაფად, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარი