დეპუტატი მითითებებს იძლევა, დემონსტრირებენ ძალას, დიდი კამერებით იღებენ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს რომ ვანის მოსახლეობას საარჩევნო უბანზე დეპუტატი ხვდება და მითითებებს აძლევს თუ ვის მისცენ ხმა, ასევე საარჩევნო პროცესს დიდი კამერებით იღებენ, რაც ჟორჟოლიანის შეფასებით ძალის დემონსტრირებაა და სუს–ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით ხდება, რომელიც ვანიდანაა.


"სხვა რეალობაა სოფლებში, განსაკუთრებით ვანში, საიდანაცაა სუს–ის უფროსი ლილუაშვილი, თუ ცოტახანი მაინც არ ჩაეხსნება იმას, რასაც ახლა ის ვანში აკეთებს, მოენატრება გოგაშვილი–ელისო კილაძის ისტორია. პირდაპირ დემონსტრირებენ ძალას, პირდაპირ დეპუტატები არიან, ასეთი რამე არ ხდება არსად, ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს და ძალიან დიდ გავლენას ახდენს, როდესაც სოფლიდან ჩამოყავთ ... და იქ დეპუტატი ხვდებათ, რომელიც მინიშნებებს აძლევს რა უნდა გააკეთონ, არ ხდება ესე არსად, შეხედეთ როგორ ხდება ნორმალურ სახელმწიფოში. დააყენეს თქვენზე დიდი კამერები, ვიდრე ახლა თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ თვალყური ადევნონ" – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის თქმით, ხმა თბილისში უკვე მისცა და შემდგომ წყალტუბოში გაემგზავრა.

კომენტარი