როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +28 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში +29 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +12.

+28 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი სითბო და მზიანი, უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +5 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე მზიან დღეს და +22 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +20 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +22 გრადუსი არის მოსალოდნელი და მცირე ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. +13 გრადუსს და მზეს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +19 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +19 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +14 გრადუსი და მცირე ნალექი არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში იწვიმებს ომალოში, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი + 1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+20 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს სიღნაღში, ჰაერი +2„ გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მცირე ნალექს ელიან სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები, დედაქალაქში მცირე ნალექს პროგნოზირებენ.

კომენტარი