სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ მჭირდება ეს კვლევები, ვგრძნობ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა არის ბევრად მეტი" - გიორგი გახარია

პრემიერმინისტრ გახარიას თქმით, მას კვლევები არ სჭირდება, ისედაც გრძნობს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა მაღალია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობდა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე, რის მიხედვითაც, ქართულ ოცნებას 55%-იანი მხარდაჭერა აქვს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. მე რასაც ვმოგზაურობ ახლა და იცით, რომ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა, მე უკვე არ მჭირდება ეს კვლევები, მე ვგრძნობ, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ, ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც მოგვიწევს შემდეგი 4 დღის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100