როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი 19. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +25 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, +29 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +13.

+27 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +24 გრადუსი სითბო და მზიანი, უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე მზიან დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში +28 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +23 გრადუსი და ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +23 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +23 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +16 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+23 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი