5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მკურნალი ექიმის მადონა რაფავას ინფორმაციით, ბავშვს შუბლის ძვლის და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას თბილისში გადაიყვანენ.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი