სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 ოქტომბერს ქუთაისში ნალექია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12.

23 გრადუსს და მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +23 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +24 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ვარაუდობენ ფოთში, სადაც +23 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში იწვიმებს, +25 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +10.

+25 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმას ვარაუდობენ მესტიაში, სადაც დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

მზიან დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექია ნავარეუდევი ჭიათურაში, სადაც ტემპერატურა დღისით +27 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბაკურიანში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +26 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექია მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +17 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი არის მოსალოდნელი. მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი დღე არის მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+27 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +27 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +15 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისს კი დღეს მზიანი დღე ელის. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100