სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 წლის ტიკტოკერი, რომელმაც თავისი გატაცება დადგა, ვიდეოს გადაღებისას შემთხვევით მოკლეს

20 წლის მექსიკელი ვიდეობლოგერი არელინ მარტინესი თავისი TikTok-ისთვის მორიგი ვიდეოს გადაღებისას გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, შემთხვევა 2 ოქტომბერს ქალაქ ჩიუაუაში მოხდა.

არელინ მარტინესმა ვიდეოსთვის თავისი გატაცების დადგმა გადაწყვიტა და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა, რომლებიც გამტაცებლებლის როლებს ასრულებდნენ და სცენარის მიხედვით ავტომატებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ თვალებახვეული არელინ მარტინესი და კიდევ ერთი „მძევალი“ ქუჩაში სხედან, მათ გვერდით კი ორი შეიარაღებული კაცი დგას. „გამტაცებლებმა“ „მძევლები“ დააჩოქეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა „გამტაცებელმა“ არელინ მარტინესს ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებაზე 10 ადამიანი იმყოფებოდა და მათ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს. პროკურატურის ცნობით, პოლიციაში ერთ-ერთმა თვითმხილველმა დარეკა. სავარაუდოდ, „გამტაცებელმა“ არ იცოდა, რომ იარაღი დატენილი იყო.

არელინ მარტინესს 1 წლის შვილი დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100