როგოზინმა თავდაცვის მინისტრთან „სლავური ბატალიონების“ შექმნის საკითხი დააყენა

ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ოდიოზური განცხადებებით ცნობილმა დიმიტრი როგოზინმა მორიგი „გენიალური“ იდეა გააჟღერა: თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვთან შეხვედრისას მან „სლავური ბატალიონების“ შექმნის იდეაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართებული იქნებოდა, ამ კუთხით „ფრანგული ლეგიონის“ გამოცდილება გაეთვალისწინებინათ.

„რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, ვთქვათ, სერბებისგან, ბულგარელებისგან და სხვა ხალხების წარმომადგენლებისგან შევქმნათ ბატალიონი - იმ ხალხისგან, ვისაც სურვილი ექნება, იმსახუროს რუსულ არმიაში“, - დაინტერესდა როგოზინი.

როგორც დიმიტრი როგოზინი ამბობს, ამ მოხალისეებს სამომავლოდ რუსეთის მოქალაქეობაზე შეეძლება განაცხადის გაკეთება.

კომენტარი