სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამტრედიაში სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამტრედიაში სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც აქტიურ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, შესაბამისად მისი კონტაქტები ოჯახის წევრების გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია და ვირუსის არსებობის შესახებ გეგმიური ტესტირების შემდეგ გაიგო.

ამჟამად მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100