ვინ არის საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 37-ე პაციენტი

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილ 37-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორი, მარინა ენდელაძე აღნიშნავს, გარდაცვლილია 69 წლის მამაკაცი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

„გარდაცვლილი არის მამაკაცი 69 წლის, იგი გარდაიცვალა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“.

მას ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, ქრონიკული ფილტვის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. ამ პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, მამაკაცი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა.

კომენტარი