ფიზიკური შეხლა-შემოხლა "შეცვალესა" და "ოცნების" წევრებს შორის გლდანში

ამ წუთებში გლდანში მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ერთ-ერთ სკვერში, მმართველი პარტიის დროშების ჩამოხსნას ცდილობენ.

ფაქტს ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


ახალგაზრდებს პროტესტი საჯარო სივრცეში "ქართული ოცნების" პარტიული სიმბოლიკის გამოჩენას აპროტესტებენ.

“საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ, როდესაც პარკში ეროვნული დროშის ნაცვლად პარტიული დროშა ფრიალებს. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხდებოდა”, – განაცხადეს “შეცვალეს” წევრებმა.

ადგილზე პოლციაა მობილიზებული.

კომენტარი