ავტოსაგზაო შემთხვევას გორის ავტობანზე ორი ადამიანი ემსხვერპლა

გორის ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯიპს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარის გამო მოძრაობა შეიზღუდა ავტობანზე, დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მიმავალ მონაკვეთზე, გადაადგილება კი შემოვლითი გზებით არის შესაძლებელი.

კომენტარი